1)პროექტის სახელწოდება:ოთხკუთხედი. ოთხკუთხედის სახეები.
2)პროექტის მთავარი იდეა (თემა):მოსწავლეებმა შეძლონ
ოთხკუთხედების
კლასიფიკაცია მისი გვერდების მიხედვით.
3)პროექტის აქტუალობა: პრაქტიკული და გამოთვლითი უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბება.
ლოგიკური მსჯელობა.
4)პროექტის მიზნები: ოთხკუთხედების კლასიფიკაციის უნარის
განვითარება.
სხვადასხვა სახის ოთკუთხედების წარმოდგენა და მისი პრაქტიკული
გამოყენების
უნარის განვითარება.
5)მონაწილეთა ასაკი:14 წლის.
6)ვადები/ხანგრძლივობა:2 დღე.
7)მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეებმა
შესაძლებელია აღნიშნონ,რომ ნებისმიერი ოთხკუთხედი დიაგონალით შეიძლება დაიყოს ორ სამკუთხედად,საიდანაც
გააკეთებენ დასკვნას,ოთხკუთხედის კუთხეების ჯამი 3600 -ია.
8)პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,სამუშაო
რვეული,
ცარცი,დაფა,სახაზავი,ფანქარი,კომპიუტერი.
9)პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
Iაქტივობა:დაფაზე
გამოვსახავ ოთხკუთხედს.ვაკეთებ განმარტებას,რომ „ოთხკუთხედი არის ფიგურა,რომელიც ოთხი
წერტილისა და მათი თანმიმდევნო შემაერთებელი მონაკვეთებისაგან შედგება.’’წერტილებს
აღვნიშნავ A,B,C დაD ასოებით.მიღებული
წერტილები წარმოადგენს ოთხკუთხედის წვეროებს,რომლებიც ქმნიან შესაბამისად კუთხეებს.
IIაქტივობა:დაფასთან
გამომყავს მოსწავლეები,რომელთაც ვაძლევ დავალებას წარმომიდგინონ სხვადასხვა სახის ამოზნექილი
ოთხკუთხედები.მათ უნდა შეძლონ წარმოდგენილი ოთხკუთხედების სახეების დასახელება მისი
გვერდების მიხედვით.
10)პროექტი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის იმ სტანდარტებს, რომლის
მიხედვითაც მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ოთხკუთხედის განსაზღვრება მისი გვერდების მიხედვით. მოახდინონ
სხვადასხვა სახის ოთხკუთხედების კლასიფიკაცია.
11)პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): შალვა თოდუა.
12)ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:todua shalva 63 @gmail.com.